Thursday, April 9, 2015

10 მნიშვნელოვანი რამ, რაც აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებს სურთ, რომ საზოგადოებამ იცოდეს

აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების თვეა, თვე, როცა საზოგადოებამ უნდა გაიგოს მეტი და აიმაღლოს თავისი ცოდნა აუტიზმის შესახებ.

ამ თვესთან დაკავშირებით, National Autism Networkმა გამოკითხა ამ საზოგადოებაში გაერთიანებული მშობლები, რომელთა რიცხვი 10 000 აჭარბებს და თხოვა მათ ესაუბრათ იმაზე, თუ რას ისურვებდნენ, რომ საზოგადოებამ იცოდეს მათი შვილების შესახებ. “ეს იყო მარტივი შეკითხვა, რომელზეც გაიცა საკმაოდ მნიშვნელოვანი პასუხები.” განაცხადა ქერი დეკანდიამ, National Autism Networkის თანადამფუძნებელმა. “აუტიზმის ცნობადობის ამაღლების თვე შესანიშნავია, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ წავიდეთ ცნობადობიდან მიმღებლობისკენ ”. ვიმედოვნებთ ეს სია დაგვეხმარება.

1. ჩვენი შვილები არიან ბევრად საინტერესონი, ვიდრე მათი დიაგნოზია. ისინი არიან საოცარი და ნიჭიერი ბავშვები.

2. მათი ყოველდღიური ბრძოლა ზოგჯერ ურთულესია, მაგრამ ეს მათ წარმატებას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. ყოველი სირთულე და ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენთვის დღესასწაულია.

3. ჩვენ სულაც არ ვითხოვთ თქვენგან სიბრალულს. დაგვეხმარეთ, თუ ეს შეგიძლიათ და  ყოველთვის მოგვეკიდეთ პატივისცემითა და თანაგრძნობით.

4. იყო მშობელი ძალიან ძნელია, – აუტიზმის მქონე ბავშვის ყოლა კი ზრდის სტრესს და სირთულის ხარისხს. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მოწყობილი ტანტრუმის დროს თანამგრძნობი ღიმილი უფრო მეტად გვეხმარება, ვიდრე გამკილავი გამოხედვა და შეჭმუხნული წარბები. ამ დროს ჩვენ ისედაც ვგრძნობთ თავს უმწეო დამნაშავეებად, გთხოვთ, ნუ დაგვიმატებთ ტკივილს თქვენი კომენატრებით.

5. თუ თქვენ იცნობთ ერთ ბავშვს, რომელსაც აქვს აუტიზმი, თქვენ იცნობთ მხოლოდ ერთ ბავშვს, რომელსაც აქვს აუტიზმი, რადგან ყოველ მათგანს აქვს განსხვავებული საჭიროებები, შესაძლებლობები, შეზღუდვები და მახასიათებლები.

6. ჩვენს შვილებს ისევე უყვართ თამაში, როგორც სხვა ბავშვებს, მაგრამ მათ აქვთ სოციალური უნარების ნაკლებობა, რის გამოც არ იციან, როგორ შეუერთდნენ უცნობი ბავშვების ჯგუფს, ან თუ აკეთებენ ამას, აკეთებენ საკმაოდ ტლანქად. ისინი არ არიანუცნაური”, მათ უბრალოდ უნდათ იყონ საზოგადოების ნაწილი.

7. ყოველი დღის ყოველ წამს, ჩვენ მენტალურად ვემზადებით ახალი აქტივობებისთვის და ეს ძალიან დამღლელია.

8. ნუ ისაუბრებთ აუტიზმის მქონე ბავშვზე მისი თანდასწრებით, ისე, თითქოს ის იქ არ არის.

9. თუ თქვენ ხედავთ, რომ 2-3 წლის ბავშვი ლაპარაკის ნაცვლად ტირის, აწყობს ისტერიკას, დიდი შანსია, რომ მას ქონდეს აუტიზმი და ეს არ იყოს მხოლოდცუდი საქციელი”.
10. ჩვენ ვსწავლობთ სამყაროს დანახვას იმ განსხვავებული, განუმეორებელი გზით, რომელიც შეიძლება ამ ბილიკზე არ მყოფთათვის ძნელად გასაგები იყოს.

..







No comments:

Post a Comment