Wednesday, April 1, 2015

ის, რაც ვისწავლე ჩემი აუტიზმის მქონე შვილისაგან



თითქმის 15 წელია ჩემს ვაჟთან ერთად აუტიზმის ლაბირინთებში ვმოგზაურობ.

გიამბობთ თუ რა ვისწავლე ამ გზაზე:



მე გავიგე თუ რა ყოფილა იმედის ძალა.

ვისწავლე, რომ შეუძლებელია ცხოვრებაში ყველაფერი წინასწარ დაგეგმო.

ვისწავლე როგორ უნდა აეწყო სულიერად და გაძლიერდე ემოციურად.

ვისწავლე რამდენად მშიშარა და ლაჩარი ვარ ამ პატარა ბავშვთან შედარებით.

გავიგე ცხენებით თერაპიის,  მეტყველების თერაპიის, ოკუპაციური თერაპიის, კოგნიტური თერაპიის, კვებით თერაპიის და უამრავი სხვა თერაპიის შესახებ.


მე ვისწავლე თუ როგორ არ უნდა ვყოფილიყავი გულგრილი, როცა საქმე ეხებოდა იმ გზების ძიებას,  რომელიც სხვა ადამიანებს დაეხმარებოდა.

მე შევიტყვე იმ დელიკატური ბალანსის შესახებ, რომელიც ჩვენს გრძნობებს შორისაა.

ვისწავლე როგორ უნდა ვიყო მადლიერი მცირედი სიკეთისთვისაც.

მე მივხვდი, რომ ერთ დროს ჩემს სანაქებო ცხოვრებას კბილის ჩხირის გამძლეობა ჰქონია.

მე მივხვდი, რომ ღმერთი არ იყო ის, ვინც მემალებოდა, არამედ პირიქით - მე ვემალებოდი ღმერთს.

მივხვდი, რომ ცხოვრება არ იზომება იმით, თუ რამდენად გიყვარს, ან რამდენი გაქვს, რას აკეთებ, რამდენ კამათში გაგიმარჯვია ან რა სოციალური სტატუსი გაქვს.

მე ვისწავლე, რომ ჩემი ადრინდელი შეხედულება ცხოვრებაზე საშინლად მცდარი იყო.

მე ვისწავლე, რომ შესაძლებელია სიხარული მოიპოვო ტანჯვისა და ბრძოლის დროსაც, თუკი მას ეძებ.

მივხვდი, რომ ადამიანის ხილული სახე ვერასოდეს აღწერს მის უხილავ, მაგიურ შინაგან სამყაროს.

ვისწავლე, რომ ადამიანთა უმრავლესობა კეთილი და გულისხმიერია თუ მათ შენს თავგადასავალს მოუყვები.

ვისწავლე, რომ ყოველთვის იქნებიან  ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც განსჯიან და განიკითხვენ მათგან განსხვავებულ ადამიანებს.

ვისწავლე, რომ ცხოვრება ყოველთვის არ არის სამართლიანი.

მე მივხვდი, რომ ყოველთვის მოიძებნება გზა გიგანტური კედლების გადასალახავად.



მე ვისწავლე, რომ ძალიან ხშირად სიცილი საუკეთესო წამალია.

მივხვდი, რომ მეტყველების უნარს ზედმეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ.

მივხდი, რომ უსიტყვო, ნაზ ჩახუტებას სათანადოდ არ ვაფასებთ.

ვისწავლე, რომ როცა დავეცემი, ყოველთვის გამოჩნდება რაღაც, რაც დამაყენებს ფეხზე.

მადლიერი ვარ, რომ მივხვდი - სრულყოფილება მოსაწყენია.

ყველას აქვს ბასრი ნატეხები სულში, სწორედ ისინი გვალამაზებენ ყველაზე მეტად.

აი, ეს არის ის, რაც მასწავლა ჩემი ვაჟის აუტიზმმა. 




No comments:

Post a Comment