Thursday, July 24, 2014

მემანქანის საჩუქარი აუტიზმის მქონე ბიჭუნასათვის



(2014 . 22 ივლისი) – 12 წლის იუტელ ბიჭუნას იმდენად უყვარს მატარებლები, რომ ის ცნობილია, როგორც „მატარებლების მემანქანე მეთიუ“. მეთიუ მენსილს აქვს აუტისტური სპექტრის აშლილობა და ყოველდღე, გზად, როცა ის საზაფხულო ბანაკისაკენ მიემართება, ის ხელს უქნევს მატარებლის მემანქანეს, იმ იმედით, რომ ის ჩაბერავს საყვირს. სულ რამდენიმე დღის წინ კი, მოხდა რაღაც განსაკუთრებული - როგორც ყოველთვის, მეთიუ ხელს უქნევდა მატარებელს და საყვირის ჩაბერვის ნაცვლად, მატარებელი გაჩერდა.

მეთიუსა და მამამისის გასაოცრად, მატარებლის მემანქანე ჩამოვიდა მატარებლიდან და მათკენ გამოეშურა.

„ეს კარგი სანახაობა იყო“ მეთიუს მამის, აარონის განცხადებით „ მატარებლის გაჩერება მარტივი არ არის, მაგრამ მემანქანემ გამონახა რამდენიმე წუთი ჩემი შვილის დასახმარებლად, ეს არის კაცი, რომელზეც ჩემი შვილი დაუსრულებლად ლაპარაკობდა. მან დაურეკა ყველას, ვისაც იცნობდა და ყველას მოუყვა ამ ამბის შესახებ“.

მემანქანეს შემჩნეული ქონდა, თუ როგორი ფანი ყავს მეთიუს სახით, ამიტომაც მან მას საჩუქრად მოუტანა უსაფრთხოების ჟილეტი, ხელთათმანები, სათვალეები და ფარანი, ყველაფერი ეს “Union Pacific” -ის ლოგოთი.

„ეს მართლაც გულისშემძვრელი იყო ჩვენთვის“-  განუცხადა აარონ მენსილმა KSL-TV-ს. „უფრო მეტად ვერაფერი გაგვაბედნიერებდა. ჩვენ ძალიან გვინდა ვიცოდეთ ვინ იყო  ეს მემანქანე, რომ მადლობა გადავუხადოთ და მაგრად ჩავეხუტოთ. შესაძლოა ეს მისთვის არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ ჩვენთვის ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. მეთიუს ყოველთვის ემახსოვრება ეს ამბავი და ალბათ ის ამ ყველაფერზე მომდევნო რამდენიმე წელიწადი ილაპარაკებს.


ნახეთ ვიდეო, სადაც მეთიუ თავისი სიტყვებით გვიყვება ამ ისტორიას.

http://www.autismspeaks.org/news/news-item/train-conductor039s-surprise-boy-autism

No comments:

Post a Comment