Monday, June 23, 2014

აუტიზმის მქონე 8 წარმატებული ადამიანი

აუტიზმის მქონე ადამიანებს, ყველას განსხვავებული შესაძლებლობები და ფუნქციური დონეები აქვთ. ის რასაც მომავალი უმზადებს აუტიზმის მქონე თითოეულ ბავშვს არის უნიკალური, ისევე, როგორც მათი პიროვნული უნარები. რაც უფრო მეტს ვსწავლობთ აუტიზმის სპექტრის დარღვევებს, მით უფრო უკეთესად შეგვიძლია გავუგოთ აუტიზმის მქონე ადამინებს. ქვემოთ მოყვანილია აუტიზმის მქონე 8 ცნობილი ადამიანი, რომლებიც შეიძლება ეტალონებიც კი გახდნენ იმ ბავშვებისათვის, რომლებიც აუტისტური სპექტრით იზრდებიან.

1. თემპლ გრენდინი

თემფლ გრენდინს დიაგნოზი დაუსვეს 1949 წელს როდესაც ის მხოლოდ 2 წლის იყო. ბრწყინვალე მასწავლებლებისა და ოჯახის წევრების დახმარებით მან შეძლო განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვების სკოლის დამთავრება და შემდეგ მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში, ასევე მან მიიღო დოქტორის ხარისხი მეცნიერებაში ცხოველთა შესახებ. მან თავისი ცხოვრება მიუძღვნა ცხოველთა მიმართ მოპყრობის გაუმჯობესებას და აუტიზმის ცნობადობის ამაღლებას.

2. ჯეიმს დურბინი

American Idol-ის მე-10 სეზონის კონკურსანტი, ღიად საუბრობს, რომ მას აქვს, როგორც ტურეტის სინდრომი, ასევე ასპერგერის სინდრომი. დურბინი ფიქრობს, რომ ასპერგერის სინდრომი დაეხმარა მას ფოკუსირება მოეხდინა მის ვოკალურ მონაცემებზე. American Idol - ის შემდეგ მან გააგრძელა თავის მუსიკაზე მუშაობა. მან თავისი პირველი ალბომი 2011 წელს გამოუშვა, ხოლო მეორეს გამოშვებას 2014-ში გეგმავს.


3. ჯონ ელდერ რობინსონი

ჯონ ელდერ რობინსონმა დაწერა ნიუ იორკ თაიმზის ბესტსელერი „ჩამხედე თვალში“ (Look Me in the Eye), რომელიც გამოიცა 2007 წელს. ამ წიგნში ის მოგვითხრობს თუ როგორი განცდაა იზრდებოდე ასპერგერის სინდრომით, მაგრამ დიაგნოზი მხოლოდ 40 წლის ასაკში დაგისვან. რობინსონი აქტიურად მონაწილეობს აუტიზმის კვლევაში. მან გამოსცა კიდევ ორი წიგნი - „იყავი განსხვავებული“ (Be Different) და „ქაბის აღზრდა“ (Raising Cubby).

4. დერილ ჰანა

დერილ ჰანას დიაგნოზი ბავშვობის ასაკში დაუსვეს და ის სულ გრძნობდა თავს სხვა თანატოლი ბავშვებისგან იზოლირებულად. მისი მარტოობა მას დაეხმარა გამოემუშავებინა სიყვარული ძველი კინოფილმებისა და მსახიობის პროფესიისადმი. ჰანას სამსახიობო კარიერა 30 წელს მოიცავს. მან ითამაშა უამრავ ფილმში „ვოლ სთრითი“, „უჟმური მოხუცი კაცები“ და „მოკალი ბილი“-ში. იგი ასევე აქტიურადაა ჩართული გარემოს დაცვის კამპანიებში. ჟურნალ „People“-თან ინტერვიუში მისმა მეგობარმა აღნიშნა, რომ „როდესაც მას უნდა რაღაცის გაკეთება ის კარგავს ყოველგვარ შიშს“.

5. სატოში ტაჯირი

აუტიზმის მქონე ბევრ ბავშვს გაეხარდება, როდესაც გაიგებს რომ პოკემონის შემქმნელი თვითონაც ასპერგერის სინდრომით იყო დაავადებული. სატოშიმ, თავისი ბავშვობის აკვიატება მწერებით, გადააქცია მსოფლიო მასშტაბის პოკემონის ფენომენად. კომპანია ნინტენდოს წარმომადგენელმა აღიარა სატოშის კრეატიულობა, მაგრამ ასევე უწოდა მას განდეგილი და ექსცენტრიული.


6. სარა ლონსერტი

სარა ლონსერტი, რომელსაც მესამე კლასში ყოფნის დროს დაუსვეს ასპერგერის სინდრომის დიაგნოზი, 17 წლის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა კონკურსანტი აშშ კომპოზიტორთა შეჯიბრი 2009-ში. მას შემდეგ მან მოიგო კომპოზიტორთა რამდენიმე შეჯიბრი და გამოუშვა საკუთარი ალბომი. მას მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ სპექტაკლსა და ფილმში.

7. სიუზან ბოილი


იგი გახდა ცნობილი, როდესაც გააოცა ჟიურის წევრები 2009 წლის შოუში ბრიტანეთის ტალანტი. სიუზან ბოილმა ჩაწერა 5 ალბომი, ნომინირებული იყო 2 გრემის პრიზზე, და 2013 წელს მოიპოვა მეოთხე რადიოს პრიზი. მას ბავშვობაში დაუსვეს თავის ტვინის დაზიანების დიაგნოზი, მაგრამ როდესაც 2012 წელს მან განმეორებით ჩაიტარა დიაგნოსტიკა, მას დაუსვეს დიაგნოზი - ასპერგერის სინდრომი. მან განაცხადა რომ სწორი დიაგნოზის დასმამ უდიდესი შვება მოჰგვარა, რადგან მისთვის ცხადი გახდა რა ხდებოდა მის თავს.

8. დენ ექროიდი

„ძმები ბლუზები“-სა და „მოჩვენებებზე მონადირენი“-ს ვარსკვლავი დიაგნოსტირებული იყო ასპერგერის სინდრომით ადრეულ 80 იან წლებში, როდესაც მისმა ცოლმა დაარწმუნა იგი, რომ ექიმთან ვიზიტი ჭირდებოდა. მან თქვა, რომ ქონდა აკვიატებები მოჩვენებებისა და სასამართლო დავების შესახებ და სწორედ ამან უბიძგა შეექმნა „მოჩვენებებზე მონადირენი“. ექროიდის კარიერა როგორც მსახიობის, სცენარისტისა და პროდუსერისა 40 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

ბავშვებს ხშირად მოსწონთ „თავიანთნაირ“ ადამიანებთან შეხვედრა. სანამ თითოეული ასპერგერის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული ბავშვი ცხოვრების განსხვავებულ ბილიკს ადგას, მათი დიაგნოზის მქონე წარმატებული ადამიანების ნახვამ შესაძლოა სტიმული მისცეს მათ და დაეხმაროს დაბრკოლებათა გადალახვაში.

წყარო: http://specialeducation.answers.com/teaching-strategies/8-successful-people-with-autism-spectrum-disorders

..

No comments:

Post a Comment