Saturday, May 17, 2014

ჩემი არაჩვეულებრივი შვილი




ჩემი ვაჟი დაიბადა 1990 წელს. ის ყველაზე საოცარი ვინმეა, ვინც  კი მინახავს ცხოვრებაში. მე გამუდმებით ვუხსნიდი მას რაღაცებს, თუმცა ის არ მპასუხობდა, მე მაინც ვამჩნევდი, რომ ის იმახსოვრებდა ყველაფერს.  როდესაც ის  პირველ კლასში  იყო,  დამიბარეს სკოლაში   და მითხრეს რომ მათი აზრით მას გულყრა ქონდა. მაშინ გავარკვიე, რომ მას  აუტიზმი ქონდა. მე მასთან ვიყავი ყოველთვის, წლების განმავლობაში, სანამ ის სკოლაში სწავლობდა. ის ყოველთვის იყო კარგი მოსწავლე და პატივისცემით ეპყრობოდა უფროსი ასაკის ხალხს, მასწავლებლებს, მე და ა.შ. მისი მამა გამშორდა, რადგანაც ვერ ეგუებოდა აუტიზმს.
დიდი ემოციების, მეგობრების არყოლის და სიმარტოვის მიუხედავად, ჩემმა ვაჟმა გაუძლო ყველაფერს. მე ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ მას შეეძლო ის ეკეთებინა ცხოვრებაში, რასაც თვითონ აირჩევდა. მომავალ კვირას ის ამთავრებს კოლეჯს და უკვე დარეგისტრირებულია უმაღლეს სასწავლებელში. ის უკვე მუშაობს საკუთარ სკოლაში და გახდება სკოლის ფსიქოლოგი. მან იმდენი სწორი არჩევანი გააკეთა ცხოვრებაში,  ზოგჯერ მიჭირს იმის დაჯერება, რომ ის ჩემი შვილია. მე ვგრძნობ, ძალიან გამიმართლა, რომ ის ჩემი ცხოვრების ნაწილია და ყოველთვის  ვგრძნობდი ამას. ამ ბავშვებს რომ ყავდეთ თუნდაც ერთი პიროვნება, რომელიც მას ყოველთვის დაუდგება მხარში, ეს უზარმაზარ განსხვავებას მოგვცემდა. ცნობილი ხალხის უმეტესობას ქონდა რაღაც სახის დარღვევები, თუმცა ამას ისინი  არ შეუჩერებია. მესმის, რომ ყველა დედა ვერ მიუძღვნის შვილს  მთელს თავის  სიცოცხლეს ისე, როგორც ეს მე გავაკეთე, მაგრამ ვურჩევ მათ, რომ იყონ შვილების გვერდით ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც ისინნი დადიან.

ხანდახან ვფიქრობ, თუ ვისზე დაქორწინდება ჩემი ვაჟი. არ შემიძლია რომ ამაზე არ ვიფიქრო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი გადააკვეთინებს მის ცხოვრებას ისეთ ადამიანთან, რომელიც მას ჭირდება.  უბრალოდ ვგრძნობ ამას. მე მიყვარს ჩემი ცხოვრების ისტორია და ძალიან მიყვარს ჩემი ვაჟი.

მერი
ბუდა ლეიქ, ნიუ ჯერსი

No comments:

Post a Comment