Saturday, May 3, 2014

აუტიზმის მქონე 14 არაჩვეულებრივი ქალბატონი

1. ჰენრიეთ სეთი

ჰენრიეთ სეთი (Henriett Seth) არის აუტიზმის მქონე მწერალი, მხატვარი და პოეტი. ის დაიბადა უნგრეთში 1980 წლის 27 ოქტომბერს. ბავშვობაში უჭირდა კომუნიკაცია და თვალით კონტაქტიც კი. როცა მისმა მშობლებმა შეიტანეს განაცხადი მის სკოლაში მიღებაზე 1987 წელს, მის ქალაქში არსებულმა ყველა სკოლამ უარი თქვა მის მიღებაზე, ჰენრიეტის მწირი კომუნიკაციური უნარების გამო. მიუხედავად ამისა, ჰენრიეთმა ისწავლა საკუთარი თავის გამოხატვა ხელოვნების მეშვეობით. მან 7 წლის ასაკში დაიწყო ფლეიტაზე დაკვრა, ხოლო 11 წლის ასაკში დაინტერესდა კონტრბასით. 13 წლის ჰენრიეტი უკვე მსოფლიოში სახელგანთქმული იყო, თავისი აბსტრაქტული და სურეალისტური ნახატებითა და პოეზიით. 18 წლის ჰენრიეტმა აიღო გეზა გარდონის პრიზი მისი ხელოვნებისა და პოეზიისათვის. მას შემდეგ მან შეისწავლა ფსიქოლოგია და დაწერა მისი სახელგანთქმული წიგნი „ჩაკეტილი ჩემს თავში აუტიზმთან ერთად“ (Closed into Myself with Autism).

2. ჯესიკა ეფლგეითი

ჯესიკა დაიბადა 1996 წლის 22 აგვისტოს. ის არის ბრიტანული პარალიმპიური მოცურავე. მას აქვს ასპერგერის სინდრომი და მისი, როგორც მოცურავის კარიერა დაიწყო ბავშვობაში, როცა ის დედამ საცურაო აუზზე მიიყვანა. 13 წლის ასაკში ჯესიკამ დაიწყო რეკორდების დამყარება და არჩეულ იქნა დიდი ბრიტანეთის ტალანტთა პროგრამისთვის. მან მიიღო მონაწილეობა 2012 წლის პარალიმპიურ თამაშებში, დაამყარა მსოფლიო რეკორდი და მოიპოვა ოქროს მედალი 200 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში. 2013 წელს ჯესიკამ საერთაშორისო პარალიმპიური საზოგადოების მიერ ორგანიზებულ მსოფლიო ჩემპიონატში, მონრეალში, მოიპოვა 3 მედალი: ოქროსი - 200 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში, ვერცხლის - 200 მეტრზე კომბინირებული სტილით ცურვაში და ბრინჯაოს მედალი 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში. 

3. ლუსი ბლექმენი

ლუსი ბლექმენი არის აუტიზმის მქონე, ავსტრალიელი მწერალი. ის დაიბადა 1972 წელს მელბურნში. ის იყენებდა ბეჭვდით - წერილობით კომუნიკაციას. ლუსიმ დაამთავრა დიკინის უნივერსიტეტი, ლიტერატურის განხრით და 2001 წელს გამოსცა წიგნი - ლუსის ამბავი (Lucy’s Story). ლუსი გახლდათ აუტიზმის მქონე, არავერბალური (non-verbal) პირველი ავსტრალიელი ავტორი, რომლის წიგნიც გამოსცეს. ლუსი განმარტავს თუ რამდენად მნიშვნელოვანია კომუნიკაციის გამარტივებული გზების არსებობა საკუთარი თავის გამოსახატავად.

4. ამანდა ბეგსი

ამანდა ბეგსი არის ამერიკის აუტიზმის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვის აქტივისტი. ის დაიბადა 1980 წელს კალიფორნიაში. მას არ შეუძლია ვერბალური კომუნიკაცია. 2007 წლის იანვარში პოპულარული გახდა ამანდას მიერ Youtube - ზე განთავსებული ვიდეო “In My Language”. CNN-მა დაწერა რამდენიმე სტატია ამ ვიდეოს შესახებ. დღესდღეობით ამანდას აქვს თავისი საკუთარი ბლოგი სადაც ის წერს თავის დარღვევებზე. Amanda's blog here

5. დონა უილიამსი

დონა უილიამსი არის ავსტრალიელი მწერალი, მხატვარი და მომღერალი. ის დაიბადა 1963 წლის ოქტომბერში. მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა მოსმენილის გაგების პრობლემა ბავშვობიდან, 1991 წლამდე ვერ მოხერხდა მისთვის აუტიზმის დიაგნოზის დასმა. როცა ის 20 წლის იყო მან დაწერა საერთაშორისო ბესტსელერი - „არავინ არსად“ (Nobody Nowhere). ის გახლავთ პროფესიონალი სკულპტორი, მხატვარი და კომპოზიტორი. დღესდღეობით ის არის საერთაშორისო დონის ორატორი და კონსულტანტი აუტიზმის საკითხებში.

6. ლაიან ჰოლიდეი ვილი

არის ცნობილი ავტორი და მოჯირითე. ლიანი დაიბადა 1959 წელს და მისთვის ასპერგერის სინდრომის დიაგნოზის დასმა ვერ მოხერხდა 1999 წლამდე. მან დაწერა არაერთი წიგნი აუტიზმის შესახებ და ასწავლიდა უნივერსიტეტებში 15 წელზე მეტ ხანს. ის მხარს უჭერს ცხენოსნობით თერაპიის მეთოდს, არის ჟურნალის „Autism Spectrum Quarterly“-ს გამომცემელი და ასპერგერის საზოგადოების დამაარსებელი მიჩიგანში.

7. სიუზან ბოილი

სუზან ბოილი არის შოტლანდიელი მომღერალი, რომელიც გახდა ბრიტანეთის ტალანტების შოუს გამარჯვებული 2009 წლის აპრილში. იმავე წლის ნოემბერიში სუზანმა გამოცსა მისი პირველი ალბომი, რომელიც გახდა ნომერი პირველი გაყიდვადი ალბომი, მსოფლიოს ჩარტებში. 2013 ში სუზანმა დაწერა ესსე, სადაც დეტალურად აღწერს მის დიაგნოზს - ასპერგერის სინდრომს. სუზანი აღწერს, როგორ დასცინოდნენ ბავშვობაში და ეძახდნენ ზედსახელს - „მარტივი სუზი“ (Simple Susie) და მისთვის დიდი შვება იყო, როდესაც 51 წლის ასაკში ბოლოსდაბოლოს დაუსვევს დიაგნოზი. სუზანი ნომინირებული იყო გრემზე.

8. ფილიპა მარგარეტ ბრაუნი „ლედიჰოქი“

„ლედიჰოქი“არის ახალზელანდიელი მომღეალი და მუსიკოსი. ფილიპას დაუსვევს ასპერგერის სინდრომი, რასაც ის ბავშვობაში მისი მუსიკისადმი ასეთი ლტოლვის ერთერთ მიზეზად მიიჩნევს. ფილიპა რამდენიმე მუსიკალური ბენდის წევრი იყო, სანამ თავის სოლო კარიერას დაიწყებდა 2008 წელს. მან დაირქვა სახელი „ლედიჰოქი“ და 1985 წელს გამოვიდა ამავე დასახელების ფილმი, სადაც მთავარ როლს მიშელ ფაიფერი ასრულებდა. ფილიპამ დაიპყრო ახალი ზელანდიის მუსიკალური სცენა. მას მოგებული აქვს 6 მუსიკალური პრიზი და დღესაც აგრძელებს მუსიკის წერას. 


9. ლიზი კლარკი


ლიზი კლარკი ბრიტანელი მსახიობია, რომლის ყველაზე პოპულარული სატელევიზიო როლია Dustbin Baby . ორივეს ლიზისაც და მისი როლის გმირს - პოპის აქვთ ასპერგერის სინდრომი. ლიზი გახლდათ პირველი მსახიობი ასპერგერით, რომელმაც ითამაშა თავისივე მდგომარეობა, ამისი მიზეზი იყო დედამისის - ნიკოლას მიერ დაწყებული კამპანია მსახიობების წინააღმდეგ, რომლებიც თამაშობდნენ სხვადასხვა დარღვევების მქონე ადამიანთა როლებს. ნიკოლას კამპანიამ „ნუ მთამაშობ მე, გადამიხადე მე“ (Don’t Play me, Pay me) შექმნა ფორუმი ინტელექტუალურ დარღვევათა მქონე მსახიობებისათვის. ის მოითხოვს სკოლებისაგან რომ მათ გაამხნევონ დარღვევების მქონე სტუდენტები და მოუწოდონ მათ მოქმედებისაკენ. 

10. ჰითერ კუზმიჩი


ჰითერი ამერიკელი მოდელია, რომელიც დაიბადა ჩიკაგოში 1986 წელს. ერთერთ შოუში მან ისაუბრა ასპერგერის სინდრომზე, დიაგნოზზე, რომელიც მას 15 წლის ასაკში დაუსვეს. ანალოგიური ტიპის განცხადება გააკეთა მან TV შოუში „დილა მშვიდობისა ამერიკა“, დაიბეჭდა მისი სტატია New York Times -ში, მისი ფოტო იყო „სპექტრის ჟურნალის“ გარეკანზე, ჟურნალზე, რომელიც განკუთვნილია ოჯახებისა და ადამიანებისათვის ვინ ცხოვრობს აუტიზმით. ჰითერი კვლავაც აგრძელებს მოდელის კარიერას.



11. დონ პრინს ჰიუზი

დონ პრინს ჰიუზი არის ამერიკელი ანთროპოლოგი. დონს პრობლემა ქონდა დაწყებით სკოლაში, განსაკუთრებით ნატიფი მოტორიკის უნარებში. მისი დიაგნოსტირება ვერ მოხერხდა საშუალო სკოლის ასაკამდე. მიუხედავად მისი ადრეული პრობლემებისა, დონის ცხოველებით გატაცებამ, განსაკუთრებით კი გორილებით გატაცემაბ, მიიყვანა ის წარმატებამდე. მას ეკუთვნის ცნობილი წიგნები - Songs of the Gorilla Nation (გორილების ნაციის სიმღერები) და My Journey Through Autism (ჩემი მოგზაურობა აუტიზმში). ის ამტკიცებს, რომ გორილებთან მუშაობა დაეხმარა მას განევითარებინა იმიტაციური მექანიზმები ასპერგერის სინდრომთან გასამკლავებლად.

12. ვალერია პარადიზი

ვალერია პარადიზი არის აუტიზმის აქტივისტი. ვალერიას დიაგნოზი დაესვა მას შემდეგ რაც დაიბადა მისი ვაჟი, რომელსაც ასევე დაუსვევს აუტიზმის დიაგნოზი. ის არის Valerie Paradiz LLC -ის დირექტორი, ეს არის საკონსულტაციო ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება სკოლებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ეხმარებიან განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს. ის სიტყვით გამოდის როგორც ქვეყნის შიდა, ისევე საერთაშორისო ასპარეზზე და საუბრობს აუტიზმის თემაზე, ხაზს უსვამს რა ნიჭს და შესაძლებლობებს, რომლებიც აქვთ აუტიზმის მქონე ადამიანებს. ვალერია ასევე მუშაოაბს აუტიზმის კვლევით ინსტიტუტში. 

13. დერილ ჰანა

დერილ ჰანა არის ამერიკელი მსახიობი, რომელიც ცნობილია მისი როლებით „დგაფუნი“, „მოკალი ბილი“, „ვოლ სტრითი“, და „ფოლადის მაგნოლიები.“ 2013 წელს დერილმა განაცხადა, რომ მას აქვს ასპერგერის სინდრომი, რითიც გამოწვეულია მისი სოციალური პრობლემები. დერილი იხსენებს რომ, როდესაც ბავშობაში მას დაუსვეს დიაგნოზი, სხვადასხვა ექიმები როგორ სთავაზობდნენ უამრავ მედიკამენტებსა და სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნას. ამის ნაცვლად დერილმა ფოკუსირება მოახდინა მის მისწრაფებებსა და ტალანტებზე - მსახიობობაზე, ბალეტზე და ახლახანს ის ჩაერთო გარემოზე ზრუნვის კამპანიაში. 

14. თემფლ გრენდინი

თემფლ გრენდინი არის მსოფლიოში ცნობილი ადამიანი, რომელმაც გამოიყენა თავისი შინაგანი ხედვა, როგორც აუტიზმის მქონემ და რევოლუციური გარდაქმნები შეიტანა მესაქონლეობაში. იგი დაიბადა 1947 წლის 29 აგვისტოს, ბოსტონში. ის 20 წელზე მეტია არის პროფესორის ხარისხის მქონე. იგი ცნობილი ორატორია და კითხულობს ლექციებს აუტიზმისა და მესაქონლეობის თემაზე.




..
..
..

No comments:

Post a Comment