Tuesday, May 19, 2015

მრავალ არავერბალურ ბავშვს შეუძლია მეტყველების მძიმე დარღვევების დაძლევა

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებს ხშირად ეუბნებიან, რომ თუ მათი შვილი არ ამეტყველდა 4-5 წლის ასაკში, დიდი შანსია მან ვერასოდეს შეძლოს ლაპარაკი. ამ მოსაზრებას დაუპირისპირდნენ მკვლევარები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მეტყველების განვითარება შესაძლებელია სასკოლო ასაკშიც და შემდეგაც. აღნიშნული მოსაზრება დასტურდება კვლევებით, რომლებიც ჩატარდა 500 ზე მეტ ბავშვზე, აღნიშნული კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალ Pediatrics - ში.
ბალტიმორის აუტიზმის და მასთან დაკავშირებული დარღვევების ცენტრში მომუშავე მეცნიერები დააკვირდნენ 8-დან 17 წლამდე ასაკის 535 ბავშვს, რომლებსაც მეტყველების შეფერხებისა და აუტიზმის დიაგნოზი 4 წლის ასაკში დაუსვეს. 4 წლის ასაკისათვის ამ ბავშვების მეტყველების შეფერხების დიაპაზონი ვარირებდა სრულიად მდუმარედან მხოლოდ ცალკეული სიტყვების და ფრაზების წარმოთქმის უნარის მქონეებამდე.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ამ ბავშვთა უმრავლესობა გადიოდა მეტყველების თერაპიას. მათმა თითქმის ნახევარმა (47 %) შემდეგში დაიწყო თავისუფლად მეტყველება. ორმა მესამედმა კი (70%) შეძლო მარტივი ფრაზებით ემეტყველა.


მეცნიერებს ასევე უნდოდათ გაერკვიათ თუ რა ფაქტორებს შეეძლო წინასწარ განესაზღვრა შეძლებდა თუ არა მძიმე მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვი მეტყველების განვითარებას. მათ დაადგინეს, რომ მათ ვისაც IQ-ს მაღალი მაჩვენებელი და დაბალი სოციალური ჩართულობა ჰქონდა უფრო მოახერხეს მიეღწიათ მეტყველების განვითარებამდე. რამდენადმე საკვირველია, მაგრამ დადგინდა, რომ ბავშვების განმეორებითმა ქცევებმა და შეზღუდულმა ინტერესებმა არ იქონია უარყოფითი ეფექტი მეტყველების განვითარებაზე.

„ამ კვლევებმა იმედი ჩაუნერგა მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვების მშობლებს, რომ მათი შვილები განავითარებენ მეტყველებას დაწყებით კლასებში ან თუნდაც თინეიჯერობის ასაკში“ ამბობს Autism Speaks Chief Science-ის თანამშრომელი დოქტორი ჯერალდინა დოუსონი. „კოგნიტიური უნარებისა და არაველბალური სოციალური უნარების შეფასება და მათი დარღვევის თერაპია დაეხმარება მეტყველების განვითარებას“.

04.03.2013 

No comments:

Post a Comment