Saturday, May 17, 2014

ჩემი არაჩვეულებრივი შვილი




ჩემი ვაჟი დაიბადა 1990 წელს. ის ყველაზე საოცარი ვინმეა, ვინც  კი მინახავს ცხოვრებაში. მე გამუდმებით ვუხსნიდი მას რაღაცებს, თუმცა ის არ მპასუხობდა, მე მაინც ვამჩნევდი, რომ ის იმახსოვრებდა ყველაფერს.  როდესაც ის  პირველ კლასში  იყო,  დამიბარეს სკოლაში   და მითხრეს რომ მათი აზრით მას გულყრა ქონდა. მაშინ გავარკვიე, რომ მას  აუტიზმი ქონდა. მე მასთან ვიყავი ყოველთვის, წლების განმავლობაში, სანამ ის სკოლაში სწავლობდა. ის ყოველთვის იყო კარგი მოსწავლე და პატივისცემით ეპყრობოდა უფროსი ასაკის ხალხს, მასწავლებლებს, მე და ა.შ. მისი მამა გამშორდა, რადგანაც ვერ ეგუებოდა აუტიზმს.
დიდი ემოციების, მეგობრების არყოლის და სიმარტოვის მიუხედავად, ჩემმა ვაჟმა გაუძლო ყველაფერს. მე ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ მას შეეძლო ის ეკეთებინა ცხოვრებაში, რასაც თვითონ აირჩევდა. მომავალ კვირას ის ამთავრებს კოლეჯს და უკვე დარეგისტრირებულია უმაღლეს სასწავლებელში. ის უკვე მუშაობს საკუთარ სკოლაში და გახდება სკოლის ფსიქოლოგი. მან იმდენი სწორი არჩევანი გააკეთა ცხოვრებაში,  ზოგჯერ მიჭირს იმის დაჯერება, რომ ის ჩემი შვილია. მე ვგრძნობ, ძალიან გამიმართლა, რომ ის ჩემი ცხოვრების ნაწილია და ყოველთვის  ვგრძნობდი ამას. ამ ბავშვებს რომ ყავდეთ თუნდაც ერთი პიროვნება, რომელიც მას ყოველთვის დაუდგება მხარში, ეს უზარმაზარ განსხვავებას მოგვცემდა. ცნობილი ხალხის უმეტესობას ქონდა რაღაც სახის დარღვევები, თუმცა ამას ისინი  არ შეუჩერებია. მესმის, რომ ყველა დედა ვერ მიუძღვნის შვილს  მთელს თავის  სიცოცხლეს ისე, როგორც ეს მე გავაკეთე, მაგრამ ვურჩევ მათ, რომ იყონ შვილების გვერდით ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც ისინნი დადიან.

ხანდახან ვფიქრობ, თუ ვისზე დაქორწინდება ჩემი ვაჟი. არ შემიძლია რომ ამაზე არ ვიფიქრო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი გადააკვეთინებს მის ცხოვრებას ისეთ ადამიანთან, რომელიც მას ჭირდება.  უბრალოდ ვგრძნობ ამას. მე მიყვარს ჩემი ცხოვრების ისტორია და ძალიან მიყვარს ჩემი ვაჟი.

მერი
ბუდა ლეიქ, ნიუ ჯერსი

Saturday, May 10, 2014

დედის თხოვნა: რა მსურს, რომ თქვენმა შვილმა იცოდეს აუტიზმის შესახებ

შენონ დე როშე როსა

ჩემი ვაჟი, ლეო 13 წლისაა. ის არის მხიარული, ხუჭუჭ თმიანი, ფეხბურთის მოთამაშე, iPad - ის, მოყვარული, თვითნასწავლი მოცურავე. ის ასევე აუტიზმის მქონეა - ის არის 1 იმ 68 ბავშვიდან (დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ბოლო ანგარიშზე დაყრდნობით ასე გაიზარდა აუტიზმის შემთხვევათა რიცხვი).

თქვენ ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ გაზრდილი მაჩვენებელი შვება იყო ჩემთვის. ამან დაადასტურა, ის, რასაც აუტიზმის კვლევის საზოგადოება ამბობდა წლების განმავლობაში და რაც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დოქტორმა, კოლინ ბოილმა განაცხადა: „შესაძლოა ჩვენ უკვეთ ვახდენთ აუტიზმის იდენტიფიკაციას.“ ეს ნიშნავს, რომ აუტიზმის მქონე ადამიანები ყოველთვის იყვნენ. ეს ამტკიცებს, რომ ჩემი შვილი არ არის არც დეფექტიანი და არც უვარგისი - ის არის მაგალითი ადამიანთა მრავაფეროვნებისა, ისევე, როგორც ყველა სხვა ბავშვი.

თუმცა ცხადია, რომ ლეო არ გავს სხვა ბავშვებს, როდესაც საქმე ეხება ისეთ სპეციფიურ საკითხებს, როგორიცაა მეტყველება, სწავლა, ხალხში ხანგრძლივად ყოფნა. ლეოს „აუტისტური“ უცნაურობები თავდაპირველად მაღიზიანებდა: მე ისეთ საზოგადოებას მივეკუთვნებოდი, რომელსაც თითქოს ეშინია აუტიზმის და მე უბრალოდ არ ვიცოდი უკეთესი საზოგადოება. შემდეგ კი მივხვდი, რომ ჩემი, როგორც ლეოს დედის საქმეა, მივიღო ის, ისეთი, როგორიც არის, მივცე მას ის, რაც სჭირდება (მას კი უამრავი რამ სჭირდება) და ვიბრძოლო დაუღალავად იმისათვის, რომ გავაუმჯობესო მსოფლიოს დამოკიდებულება აუტიზმის მქონე ადამიანების მიმართ, განსაკუთრებით ახლა, როდესაც დადგინდა, თუ რამდენი ლეოა ჩვენს პლანეტაზე - ყველა ასაკის ლეო.

უდიდეს ძალისხმევას საჭიროებს გააგებინო სხვებს, თუ რა სჭირდებათ აუტიზმის მქონე ბავშვებს. არასწორი დამოკიდებულება ძირითადად პერვაზიული აუტიზმის მითებითა და მცდარი ინფორმაციითაა გამოწვეული. არავინ უარყოფს იმას, რომ მაგალითად, ადრეული ჩარევა შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ არც იმ მშობლებმა უნდა დაკარგონ იმედი და გაჩერდნენ, ვინც ადრეული ჩარევის პერიოდი გარკვეულ მიზეზთა გამო ხელიდან გაუშვევს, რადგანაც აუტიზმის მქონე მრავალი ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლობს მისთვის ძალიან საჭირო ჩვევებსა და უნარებს. ჩვენ უნდა გავათვიცნობიეროთ სენსორული აღქმის (სმენა და ყნოსვა) მნიშვნელობა და ის, თუ როგორ შეუძლიათ მათ მიგვიყვანონ რაიმე გაუთვალისწინებელთან. ჩვენ უნდა ვასწავლოთ მშობლებს, პედაგოგებსა და საზოგადოების წევრებს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით მოექცნენ აუტიზმის მქონე იმ ბავშვებსაც, რომლებსაც არ აღენიშნებათ მეტყველების შეფერხება, რის გამოც ისინი უფრო “მიღებულნი“ არიან, ხოლო მათი პრობლემა - უგულებელყოფილი.

არის ასევე სპეციფიური საკითხები, რაც ხალხმა უნდა იცოდეს ლეოს შესახებ. გარდა იმისა, რომ მე მას ვაღმერთებ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის თვითონ გეტყოდათ ამ ყველაფერს მეტყველება რომ შეეძლოს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მან თქვას ეს ყველაფერი ერთ მშვენიერ დღეს - აუტიზმის მქონე ბავშვები ხშირად აუმჯობესებენ კომუნიკაციას გვიანი ბავშვობის ასაკში და მოზრდილობის პერიოდშიც კი, გარდა ამისა ლეო სწავლობს, თუ როგორ გამოიყენოს AAC (ალტერნატოიული კომუნიკაციის მეთოდი) „სიმბოლოდან - მეტყველებისკენ“ მოწყობილობა, რომელიც ეხმარება მას, იკონტაქტოს უფრო ეფექტურად. მანამ კი, თქვენ უნდა მიიღოთ ლეო. დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ მხედველობაში მიიღებთ ჩემს გზავნილებს - აუტიზმის მქონე ბავშვის დედისგან არააუტისტი ბავშვების მშობლებისადმი:

1. ლეო არ ელოდება, რომ სხვა (არააუტისტი) ბავშვები მას დაუმეგობრდებიან. თუ თქვენ საკმარისად საინტერესო ხართ და მას სათანადო პატივისცემით დაელაპარაკებით, შესაძლოა მას გაუჩნდეს თქვენთან ურთიერთობის სურვილი.

2. მეტყველების უნარის არმქონე არ ნიშნავს ინტელექტის არმქონეს. ლეო იგებს თითქმის ყველაფერს, რასაც ხალხი მას ეუბნება, თუმცა ზოგჯერ არ იძლევა პასუხებს თქვენთვის გასაგები მეთოდით. ასე რომ, გთხოვთ, იქონიოთ მოთმინება.

თუ თქვენ ისაუბრებთ მასზე მისი თანდასწრებით ისე, თითქოს ის იქ არ იმყოფება, იგი დაიმახსოვრებს ამას და ვერასოდეს მოიპოვებთ მის ნდობას. 

3. ლეოსთვის თვალით კონტაქტი არ არის პრიორიტეტული. მან შესაძლოა მოგაპყროთ უბრალოდ ყურადღება ან მზერითი კონტაქტი დაამყაროს თქვენთან, მაგრამ არა ორივე ერთად - ორი გზით ფოკუსირება მისთვის უკვე რთული და დამღლელია. ის მოგაქცევთ ყურადღებას მზერით, მაგრამ თავისებურად და გთხოვთ, ნუ მოსთხოვთ მას გააკეთოს ეს თქვენებურად. (სხვათაშორის, თვალით კონტაქტი მხოლოდ აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის არაა დისკომფორტის შემქმნელი. ის მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უპატივცემულობის გამოხატულებად მიიჩნევა.)

4. ლეო აფასებს თქვენს მოთმინებას, რადგანაც მასაც, ისევე, როგორც აუტიზმის მქონე მრავალ ადამიანს, ჭირდება დრო თქვენი ნათქვამის გასაანალიზებლად. ასე რომ, მიეცით მას ცოტა დრო, როდესაც ეტყვით რამეს. ნუ ეცდებით სათქმელის გამარტივებას და ნურც ყვირილს, მას ესმის თქვენი.

5. ლეოს მოსწონს სენსორული შეხება. მას ამშვიდებს საბნის ზედაპირის ხელისგულებით შეხება, თითებში კენჭების გამოცრა, ბატუტზე ხტუნაობა ან ჰამაკით და საქანელათი ქანაობა. საოცარი შეგრძნებაა, როცა ხედავ, თუ როგორი ადვილია მისი გაბედნიერება. 

6. განმეორებითი მოძრაობები, ანუ „სტიმულაცია“ არის კიდე ერთი ფორმა, რითიც ლეო თავს იმშვიდებს. ასე რომ, როდესაც ის განმეორებით აკაკუნებს წიგნზე, აბზრიალებს საგანს ან რაფაზე ახტუნავებს ბურთს და ეს ყველაფერი თქვენ არ გაწუხებთ, ნუ დაუშლით მას ამის კეთებას.

7. ლეოს არ აქვს სინდისის ქეჯნა სხვა ადამიანის პიცის ან შემწვარი კარტოფილის მოპარვასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის თვლის, რომ თქვენ ადვილი სამიზნე ხართ, ის აუცილებლად შეეცდება თქვენს გაცურებას, ამიტომ იყავით ფრთხილად.

8. ლეო ნამდვილად კარგი კომპანიონი და მხიარულების წყაროა. თქვენ სხვასთან ვერ გაერთობით უკეთესად ლაშქრობის, ცურვის, ზღვის ნაპირზე თამაშის ან თუნდაც სულელური კომედიების ყურების დროს. არ გამოტოვოთ ეს შანსი, თუ ამის საშუალება მოგეცემათ.

9. ლეო ბედნიერია. ჩვენ არ გვაქვს მსგავსი ინფორმაცია აუტიზმის მქონე სხვა ბავშვებზე, რადგანაც ინფორმაცია, რაც მოგვეწოდება ფოკუსირებულია აუტიზმის ნეგატიური მხარეებისა და მისი აღკვეთის გზების ძიების გარშემო. რა თქმა უნდა, ლეოს ცხოვრების დიდი ნაწილი უკავშირდება იმედგაცრუებას, რადგან როდესაც ის ვერ გვეკონტაქტება საკმარისად სწრაფად, იზღუდება მისი დამოუკიდებლობაც, მაგრამ მთლიანობაში ის მებრძოლი ბავშვია.

10. ლეომ იცის რომ ის უყვართ. მართალია მისი ოპტიმისტური ნატურა ნაწილობრივ გენეტიკურია (ჩემი მეუღლე გამოუსწორებელი ოპტიმისტია), მაგრამ ვფიქრობ ლეოს ბედნიერება იმასთანაცაა კავშირში, რომ ის გრძნობს, თუ როგორ უყვართ, როგორ ეხმარებიან. შეიძლება ეს არ არის აუტიზმის მქონე ყველა ბავშვის ისტორია, მაგრამ ეს ლეოს ისტორიაა და მე ვისურვებდი, რომ კიდევ ბევრი მსგავსი ისტორია გაგვეგო მედიის საშუალებით.


წყარო
See Shannon Des Roches Rosa’s blog the Thinking Autism Guide.
.

ნუ დაყრით ფარ-ხმალს და გამხნევდით!

მე დავიბადე აუტიზმით და არ შემეძლო მეტყველება 8 წლამდე. ეს ძალიან შემაშფოთებელი იყო, რაგდგანაც მრავალი რამ იყო, რისი თქმაც მინდოდა, მაგრამ ვერაფრით ვაკავშირებდი ჩემს ტვინს ჩემს ტუჩებთან. ჩემი პირველი და მეორე კლასის მასწავლებლები ფიქრობდნენ, რომ მე შეიძლება საერთოდ არ მქონოდა სმენა, რადგანაც მე მხოლოდ ვდუდღუნებდი და უცნაურ ხმებს გამოვცემდი. 

როდესაც მე 7 წლის გავხდი, მამაჩემმა სახლში მოიტანა ხმის ჩამწერი დიქტოფონი. მან ის ჩართო და მთხოვა გამომეცა ნებისმიერი ხმა, რაც მომესურვებოდა. მე უცებ მომივიდა ბრწყინვალე იდეა, რომ ჩამერთო ტელევიზორი. ამ დროს გადიოდა ინციდენტის თვითმხილველის ინტერვიუ და მეც ნელ-ნელა დავიწყე დიქტორების იმიტაცია, თუმცაღა მონოტონური ხმით. ერთხელაც მე მივედი დედასთან და ვუთხარი - გამარჯობა დედა, დღეს რა გვაქვს ვახშმად? ის ლამის იატაკზე დაეცა, როდესაც გაიგონა რომ ვლაპარაკობდი. 

და იმ დროისათვის როდესაც მე მესამე კლასში გადავედი, მასწავლებელი სულ წუწუნებდა, რომ არ შეეძლო ჩემი გაჩუმება! მე იმდენი მქონდა სათქმელი, რომ ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავვარდი. ბოლოს მე დავამთავრე სკოლა, ვისწავლე კოლეჯში და ვიშოვე სამსახური ადგილობრივ რადიო სადგურზე, როგორც დისკ ჟოკეიმ. მე ახლაც სულ ვლაპარაკობ და ვერ მაჩუმებენ :)


მაიქლ ქედენო 
ნიუ იორკი 

Saturday, May 3, 2014

აუტიზმის მქონე 14 არაჩვეულებრივი ქალბატონი

1. ჰენრიეთ სეთი

ჰენრიეთ სეთი (Henriett Seth) არის აუტიზმის მქონე მწერალი, მხატვარი და პოეტი. ის დაიბადა უნგრეთში 1980 წლის 27 ოქტომბერს. ბავშვობაში უჭირდა კომუნიკაცია და თვალით კონტაქტიც კი. როცა მისმა მშობლებმა შეიტანეს განაცხადი მის სკოლაში მიღებაზე 1987 წელს, მის ქალაქში არსებულმა ყველა სკოლამ უარი თქვა მის მიღებაზე, ჰენრიეტის მწირი კომუნიკაციური უნარების გამო. მიუხედავად ამისა, ჰენრიეთმა ისწავლა საკუთარი თავის გამოხატვა ხელოვნების მეშვეობით. მან 7 წლის ასაკში დაიწყო ფლეიტაზე დაკვრა, ხოლო 11 წლის ასაკში დაინტერესდა კონტრბასით. 13 წლის ჰენრიეტი უკვე მსოფლიოში სახელგანთქმული იყო, თავისი აბსტრაქტული და სურეალისტური ნახატებითა და პოეზიით. 18 წლის ჰენრიეტმა აიღო გეზა გარდონის პრიზი მისი ხელოვნებისა და პოეზიისათვის. მას შემდეგ მან შეისწავლა ფსიქოლოგია და დაწერა მისი სახელგანთქმული წიგნი „ჩაკეტილი ჩემს თავში აუტიზმთან ერთად“ (Closed into Myself with Autism).

2. ჯესიკა ეფლგეითი

ჯესიკა დაიბადა 1996 წლის 22 აგვისტოს. ის არის ბრიტანული პარალიმპიური მოცურავე. მას აქვს ასპერგერის სინდრომი და მისი, როგორც მოცურავის კარიერა დაიწყო ბავშვობაში, როცა ის დედამ საცურაო აუზზე მიიყვანა. 13 წლის ასაკში ჯესიკამ დაიწყო რეკორდების დამყარება და არჩეულ იქნა დიდი ბრიტანეთის ტალანტთა პროგრამისთვის. მან მიიღო მონაწილეობა 2012 წლის პარალიმპიურ თამაშებში, დაამყარა მსოფლიო რეკორდი და მოიპოვა ოქროს მედალი 200 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში. 2013 წელს ჯესიკამ საერთაშორისო პარალიმპიური საზოგადოების მიერ ორგანიზებულ მსოფლიო ჩემპიონატში, მონრეალში, მოიპოვა 3 მედალი: ოქროსი - 200 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში, ვერცხლის - 200 მეტრზე კომბინირებული სტილით ცურვაში და ბრინჯაოს მედალი 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში. 

3. ლუსი ბლექმენი

ლუსი ბლექმენი არის აუტიზმის მქონე, ავსტრალიელი მწერალი. ის დაიბადა 1972 წელს მელბურნში. ის იყენებდა ბეჭვდით - წერილობით კომუნიკაციას. ლუსიმ დაამთავრა დიკინის უნივერსიტეტი, ლიტერატურის განხრით და 2001 წელს გამოსცა წიგნი - ლუსის ამბავი (Lucy’s Story). ლუსი გახლდათ აუტიზმის მქონე, არავერბალური (non-verbal) პირველი ავსტრალიელი ავტორი, რომლის წიგნიც გამოსცეს. ლუსი განმარტავს თუ რამდენად მნიშვნელოვანია კომუნიკაციის გამარტივებული გზების არსებობა საკუთარი თავის გამოსახატავად.

4. ამანდა ბეგსი

ამანდა ბეგსი არის ამერიკის აუტიზმის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვის აქტივისტი. ის დაიბადა 1980 წელს კალიფორნიაში. მას არ შეუძლია ვერბალური კომუნიკაცია. 2007 წლის იანვარში პოპულარული გახდა ამანდას მიერ Youtube - ზე განთავსებული ვიდეო “In My Language”. CNN-მა დაწერა რამდენიმე სტატია ამ ვიდეოს შესახებ. დღესდღეობით ამანდას აქვს თავისი საკუთარი ბლოგი სადაც ის წერს თავის დარღვევებზე. Amanda's blog here

5. დონა უილიამსი

დონა უილიამსი არის ავსტრალიელი მწერალი, მხატვარი და მომღერალი. ის დაიბადა 1963 წლის ოქტომბერში. მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა მოსმენილის გაგების პრობლემა ბავშვობიდან, 1991 წლამდე ვერ მოხერხდა მისთვის აუტიზმის დიაგნოზის დასმა. როცა ის 20 წლის იყო მან დაწერა საერთაშორისო ბესტსელერი - „არავინ არსად“ (Nobody Nowhere). ის გახლავთ პროფესიონალი სკულპტორი, მხატვარი და კომპოზიტორი. დღესდღეობით ის არის საერთაშორისო დონის ორატორი და კონსულტანტი აუტიზმის საკითხებში.

6. ლაიან ჰოლიდეი ვილი

არის ცნობილი ავტორი და მოჯირითე. ლიანი დაიბადა 1959 წელს და მისთვის ასპერგერის სინდრომის დიაგნოზის დასმა ვერ მოხერხდა 1999 წლამდე. მან დაწერა არაერთი წიგნი აუტიზმის შესახებ და ასწავლიდა უნივერსიტეტებში 15 წელზე მეტ ხანს. ის მხარს უჭერს ცხენოსნობით თერაპიის მეთოდს, არის ჟურნალის „Autism Spectrum Quarterly“-ს გამომცემელი და ასპერგერის საზოგადოების დამაარსებელი მიჩიგანში.

7. სიუზან ბოილი

სუზან ბოილი არის შოტლანდიელი მომღერალი, რომელიც გახდა ბრიტანეთის ტალანტების შოუს გამარჯვებული 2009 წლის აპრილში. იმავე წლის ნოემბერიში სუზანმა გამოცსა მისი პირველი ალბომი, რომელიც გახდა ნომერი პირველი გაყიდვადი ალბომი, მსოფლიოს ჩარტებში. 2013 ში სუზანმა დაწერა ესსე, სადაც დეტალურად აღწერს მის დიაგნოზს - ასპერგერის სინდრომს. სუზანი აღწერს, როგორ დასცინოდნენ ბავშვობაში და ეძახდნენ ზედსახელს - „მარტივი სუზი“ (Simple Susie) და მისთვის დიდი შვება იყო, როდესაც 51 წლის ასაკში ბოლოსდაბოლოს დაუსვევს დიაგნოზი. სუზანი ნომინირებული იყო გრემზე.

8. ფილიპა მარგარეტ ბრაუნი „ლედიჰოქი“

„ლედიჰოქი“არის ახალზელანდიელი მომღეალი და მუსიკოსი. ფილიპას დაუსვევს ასპერგერის სინდრომი, რასაც ის ბავშვობაში მისი მუსიკისადმი ასეთი ლტოლვის ერთერთ მიზეზად მიიჩნევს. ფილიპა რამდენიმე მუსიკალური ბენდის წევრი იყო, სანამ თავის სოლო კარიერას დაიწყებდა 2008 წელს. მან დაირქვა სახელი „ლედიჰოქი“ და 1985 წელს გამოვიდა ამავე დასახელების ფილმი, სადაც მთავარ როლს მიშელ ფაიფერი ასრულებდა. ფილიპამ დაიპყრო ახალი ზელანდიის მუსიკალური სცენა. მას მოგებული აქვს 6 მუსიკალური პრიზი და დღესაც აგრძელებს მუსიკის წერას. 


9. ლიზი კლარკი


ლიზი კლარკი ბრიტანელი მსახიობია, რომლის ყველაზე პოპულარული სატელევიზიო როლია Dustbin Baby . ორივეს ლიზისაც და მისი როლის გმირს - პოპის აქვთ ასპერგერის სინდრომი. ლიზი გახლდათ პირველი მსახიობი ასპერგერით, რომელმაც ითამაშა თავისივე მდგომარეობა, ამისი მიზეზი იყო დედამისის - ნიკოლას მიერ დაწყებული კამპანია მსახიობების წინააღმდეგ, რომლებიც თამაშობდნენ სხვადასხვა დარღვევების მქონე ადამიანთა როლებს. ნიკოლას კამპანიამ „ნუ მთამაშობ მე, გადამიხადე მე“ (Don’t Play me, Pay me) შექმნა ფორუმი ინტელექტუალურ დარღვევათა მქონე მსახიობებისათვის. ის მოითხოვს სკოლებისაგან რომ მათ გაამხნევონ დარღვევების მქონე სტუდენტები და მოუწოდონ მათ მოქმედებისაკენ. 

10. ჰითერ კუზმიჩი


ჰითერი ამერიკელი მოდელია, რომელიც დაიბადა ჩიკაგოში 1986 წელს. ერთერთ შოუში მან ისაუბრა ასპერგერის სინდრომზე, დიაგნოზზე, რომელიც მას 15 წლის ასაკში დაუსვეს. ანალოგიური ტიპის განცხადება გააკეთა მან TV შოუში „დილა მშვიდობისა ამერიკა“, დაიბეჭდა მისი სტატია New York Times -ში, მისი ფოტო იყო „სპექტრის ჟურნალის“ გარეკანზე, ჟურნალზე, რომელიც განკუთვნილია ოჯახებისა და ადამიანებისათვის ვინ ცხოვრობს აუტიზმით. ჰითერი კვლავაც აგრძელებს მოდელის კარიერას.



11. დონ პრინს ჰიუზი

დონ პრინს ჰიუზი არის ამერიკელი ანთროპოლოგი. დონს პრობლემა ქონდა დაწყებით სკოლაში, განსაკუთრებით ნატიფი მოტორიკის უნარებში. მისი დიაგნოსტირება ვერ მოხერხდა საშუალო სკოლის ასაკამდე. მიუხედავად მისი ადრეული პრობლემებისა, დონის ცხოველებით გატაცებამ, განსაკუთრებით კი გორილებით გატაცემაბ, მიიყვანა ის წარმატებამდე. მას ეკუთვნის ცნობილი წიგნები - Songs of the Gorilla Nation (გორილების ნაციის სიმღერები) და My Journey Through Autism (ჩემი მოგზაურობა აუტიზმში). ის ამტკიცებს, რომ გორილებთან მუშაობა დაეხმარა მას განევითარებინა იმიტაციური მექანიზმები ასპერგერის სინდრომთან გასამკლავებლად.

12. ვალერია პარადიზი

ვალერია პარადიზი არის აუტიზმის აქტივისტი. ვალერიას დიაგნოზი დაესვა მას შემდეგ რაც დაიბადა მისი ვაჟი, რომელსაც ასევე დაუსვევს აუტიზმის დიაგნოზი. ის არის Valerie Paradiz LLC -ის დირექტორი, ეს არის საკონსულტაციო ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება სკოლებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ეხმარებიან განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს. ის სიტყვით გამოდის როგორც ქვეყნის შიდა, ისევე საერთაშორისო ასპარეზზე და საუბრობს აუტიზმის თემაზე, ხაზს უსვამს რა ნიჭს და შესაძლებლობებს, რომლებიც აქვთ აუტიზმის მქონე ადამიანებს. ვალერია ასევე მუშაოაბს აუტიზმის კვლევით ინსტიტუტში. 

13. დერილ ჰანა

დერილ ჰანა არის ამერიკელი მსახიობი, რომელიც ცნობილია მისი როლებით „დგაფუნი“, „მოკალი ბილი“, „ვოლ სტრითი“, და „ფოლადის მაგნოლიები.“ 2013 წელს დერილმა განაცხადა, რომ მას აქვს ასპერგერის სინდრომი, რითიც გამოწვეულია მისი სოციალური პრობლემები. დერილი იხსენებს რომ, როდესაც ბავშობაში მას დაუსვეს დიაგნოზი, სხვადასხვა ექიმები როგორ სთავაზობდნენ უამრავ მედიკამენტებსა და სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნას. ამის ნაცვლად დერილმა ფოკუსირება მოახდინა მის მისწრაფებებსა და ტალანტებზე - მსახიობობაზე, ბალეტზე და ახლახანს ის ჩაერთო გარემოზე ზრუნვის კამპანიაში. 

14. თემფლ გრენდინი

თემფლ გრენდინი არის მსოფლიოში ცნობილი ადამიანი, რომელმაც გამოიყენა თავისი შინაგანი ხედვა, როგორც აუტიზმის მქონემ და რევოლუციური გარდაქმნები შეიტანა მესაქონლეობაში. იგი დაიბადა 1947 წლის 29 აგვისტოს, ბოსტონში. ის 20 წელზე მეტია არის პროფესორის ხარისხის მქონე. იგი ცნობილი ორატორია და კითხულობს ლექციებს აუტიზმისა და მესაქონლეობის თემაზე.




..
..
..